დასახელება: ბაში-აჩუკი ჟანრი: სათავგადასავლო, დრამა, ქართული გადაღების წელი: 1956 სტუდია: ქართული ფილმი რეჟისორი: ლეო ესაკია როლებში:ოთარ კობერიძე, დავით აბაშიძე, ლია ელიავა, მედეა ჩახავა, დოდო ჭიჭინაძე ხარისხი: Tel
ფილმის მოკლე ღწერა: ფილმი
”ბაში-აჩუკი” შექმნილია აკაკი წერეთლის ამავე სახელწოდების მოთხრობის
მიხედვით. სიუჟეტი სათავგადასავლო-ისტორიულია და ვითარდება XVII საუკუნის
საქართველოში. შინა ომებით გაპარტახებულ საქართველოს თავს ესხმიან
სპარსელები. უცხოელი დამპყრობლები დაუზოგავად არბევენ და აოხრებენ
ქვეყანას; აწამებენ მოსახლეობას, მონებად მიჰყავთ ახალგაზრდობა.
ყიზილბაშების წინააღმდეგ კახეთში იფეთქებს აჯანყება, რომელსაც ბიძინა
ჩოლოყაშვილი მეთაურობს. ჩოლოყაშვილი ქსნის ერისთავებთან აგზავნის
ბაში-აჩუკს და დახმარებას სთხოვს მათ. მალე აჯანყება მთელს საქართველოს
მოედება. შეუპოვრად ებრძვის დამპყრობლებს ბაში-აჩუკი, რომლის დები
სპარსეთის შაჰის ჰარამხანისათვის მიჰყავთ ყიზილბაშებს. ბაში-აჩუკი თავს
ესხმის მტაცებლებს და ათავისუფლებს ტყვეებს. იგი მოულოდნელად გამოჩნდება
ყიზილბაშების ბანაკში, მონაწილეობას მიიღებს სპარსელი ფალავნების შეჯიბრში
და ამარცხებს ყიზილბაშების ფალავანს, გოლიათ აბდუშაჰილს. აქვე კლავს
სამშობლოს მოღალატე მაყაშვილს და შემდეგ მთებში გადაიხვეწება. აბდუშაჰილი
ეძებს მოწინააღმდეგეს, რათა ერთხელ კიდევ შეებრძოლოს.
ამ ძებნაში შეხვდება ბაში-აჩუკის დას - მზისას, მათ ერთმანეთი
შეუყვარდებათ. ამასობაში აჯანყებულთა რაზმები, ჩოლოყაშვილის მეთაურობით,
თავს ესხმიან სპარსელების ციხე-სიმაგრეს. მტრის ცხენოსანი ლაშქარი,
რომელსაც აბდუშაჰილი მეთაურობს, დანებდა ქართულ მხედრობას. ეს გადაწყვეტს
ბრძოლის ბედს. ყიზილბაშები გარბიან. ბაში-აჩუკი გაუსწორდება შაჰის ნაცვალს
- სელიმხანს.