მოკლე აღწერა:
ეს არის გაღმა ნაპირი - ს თრეილერი (ძალიან კარგი ხარისხით). "გაღმა
ნაპირი” სხვადასხვა პრესტიჟულ კინო-ფესტივალის პრიზიორია. 2009 წელს
აღებული აქვს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მე-9 კინო-ფესტივალის
გრანპრი ”ოროს შროშანი” , ამერიკაში სიეტლის 35-ე საერთაშორისო
კინოფესტივალის მთავარი პრიზი, კინო-ფესტივალ ”სამხრეთ კინოს” მთავარი
პრიზი ”ოქროს ალამაბარა” პარიზის მე-7 საერთაშორისო ფესტივალის ”პარიზი
სინემას” საერთაშორისო ჟიურის პრიზი, ერევნის მე-6 საერთაშორისო
კინოფესტივალის მთავარი პრიზი ”ოქროს გარგარი”, და უამრავი სხა პრიზი,
რომელთა შესახებაც ჩვენ არ ვიცით, მოკლედ დაველოდოთ, სხვა რაღა დაგვრჩენია...
დასახელება: სეზონი გამოშვების წელი: 2010 ჟანრი: მისტიკა, დრამა, ფსიქოლოგიური რეჟისორი: დავით ბორჩხაძე როლებში: ნიკა ბახტაძე, რეზი გოგიშვილი, ჯეჯი სხირტლაძე, რატი ბაქრაძე, ლიკა ქორქია, სალომე ბეზარაშვილი, თიკო დალაქიშვილი...
მოკლე აღწერა:
ოთხი ერთმანეთისაგან განსხვავებული მეგობარი ბათუმში დასასვენებლად
მიემგზავრება. პირველივე დილას აღმოაჩენენ, რომ მათ გარდა ქალაქში
არავინაა. შიშის მიუხედავად ისინი გადაწყვეტენ მაქსიმალურად გამოიყენონ ეს
შესაძლებლობა: აცარიელებენ მაღაზიის დახლებს, გამოაქვთ ძვირფასი
სამკაულები, სასმელები, ტანსაცმელი და ა.შ. ერთდღიანი გართობის შემდეგ
ისინი ქალაქის დატოვებას განიძრახავენ, თუმცა გასასვლელი გვირაბი მათ ისევ
ცარიელ ქალაქში აბრუნებს. აქედან იწყება მათი კოშმარული თავგადასავალი...
დასახელება: კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა რეჟისორი: გურამ დოჩანაშვილი როლებში: ეროსი მანჯგალაძე, ჟანრი ლოლაშვილი, კარლო ღლონტი, დათო კვირცხალია, ლია გუდაძე რევაზ ბარამიძე მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ინტერვიუერი რომელიც კვლევითი ინსტიტუდიდან სპეციალური
დავალების შესასრულებლად გაუშვეს ერთერთ ფოტოატელიეში გადაწყვეტს სასურველი
რესპოდენტის პოვნას და მას საქმის დაჭერა ფოტოგრაფ ვასილ კეჟერაძესთან
მოუწევს, კაცთან რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს. ინტერვიუს პროცესი
მეტად საინტერესეოდ მიმდინარეობს, მაგრამ ინტერვიუერი ვასილის ყოველივე
პასუხზე გაკვირვებულია რადგან მისი ყველა პასუხი ლიტერატურასთან არის
კავშირში დამატებითი ინფო: გამომშვები: საქართველო ხანგრძლივობა: 01:02 გახმოვანება: ქართული
მოკლე აღწერა: ჯაყოს ხიზნები" — მიხეილ ჯავახიშვილის რომანი; პირველად გამოიცა 1924
წელს. რომანში, რომელსაც მწერალმა 20 წელი მოანდომა, XX საუკუნის
დასაწყისის საქართველოს სოციალური პრობლემებია წარმოჩენილი. ეს რომანი
ავტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად არის მიჩნეული.
გამომშვები: საქართველო, სტუდია "ტაია" ხანგრძლივობა: 01: 21 :13 გახმოვანება: ქართული
წელი: 2003 ჟანრი: დრამა ხანგძლივობა: 01:31:35 გახმოვანება: ორიგინალი [ქართული] რეჟისორი: ერეკლე ბადურაშვილი როლებში: ზაზა შერეზადიშვილი, თენგიზ არჩვაძე, ლალი
ბადურაშვილი, ნანიკო ხაზარაძე, ნინი ბადურაშვილი, ზურაბ ყიფშიძე, გურამ
ფირცხალავა, გიორგი (გია) აბესალაშვილი, გოჩა კაპანაძე, გია ფირცხალავა,
გიორგი გურგულია, ირაკლი ხუნწარია, დათო ცირეკიძე, მალხაზ კუხიანიძე,
გიორგი ცაავა, გოგა გველესიანი, გოგოლა კალანდაძე, თამარ (II) დათუაშვილი,
იოსებ (სოსო) ლაღიძე, ზურაბ ცინცქილაძე, გია როინიშვილი, გიორგი ხუციშვილი,
დავით (ჯაპანა) ხურცილავა
ფილმის შესახებ:
ფილმი ერთი ოჯახის სამი თაობის ცხოვრებას ასახავს. ბაბუა 1924 წლის
აჯანყებას ეწირება, მის ვაჟს შემდგომი ძალადობრივი რეჟიმის იდეოლოგიურ
წნეხქვეშ უწევს ცხოვრება, "ლოზუნგების ქვეყანა” შვილიშვილსაც თავისი
მექანიზმის ჭანჭიკად გადაქცევას უპირებს. ეროვნულ-განმათავისუფლებელ
მოძრაობას შეწირული წინაპრის შვილიშვილი საბჭოთა კავშირის ჯარში, უხეშობისა
და ძალადობის პირობებში გადის სავალდებულო სამხედრო სამსახურს.
ფილმის შესახებ დასახელება: მარადისობის კანონი გამოშვების წელი: 1982 ჟანრი: დრამა რეჟისორი: ვალერიან კვაჭაძე როლებში:
იმედა კახიანი (ბაჩანა), გივი ბერიკაშვილი (ბულიკა), მურმან ჯინორია
(იორამი), რადინ ხელაშვილი (ბაჩანა ახალგაზრდობაში), ბორის წიფურია (შალვა
ხელაია), მარინა ჯანაშია (მარიამი)
ფილმის აღწერა სიცოცხლის
და სიკვდილის ამოუხსნელი საიდუმლოებით გაორებული მწერალი ბაჩანა ბრეგვაძე,
თავად მიდის ადამიანთა ურთიერთობის მარადიული კანონის შემეცნებამდ
ფაილი ენა: ქართული ხარისხი:DVDrip ფორმატი: AVI ზომა: 600MB
დასახელება:კაცია ადამიანი?! გამოშვების წელი:1989 ჟანრი: მხატვრული ფილმი, კომედია, ცხოვრებისეული დამდგმელი რეჟისორები:ა. ნინუა როლებში: თენგიზ ჩანტლაძე (ლუარსაბი), ია ხობუა (დარეჯანი), ზაირა ჩანტლაძე (ხორეშანი), მირიან ჯუღელი (მოსე), ოთარ სეთურიძე (დავითი)
აღწერა:
ამ
მოთხრობაში გაშუქებულია უბერებელი პრობლემა, პრობლემა ადამიანის
დანიშნულებისა და მისი ადგილისა ცხოვრებაში... ადამიანს არა აქვს უფლება
იყოს მხოლოდ ბიოლოგიური არსება, რადგან იგი შექმნილია უფრო მაღალი მიზნით
აქტიურმა და მაღალი ზნეობის მქონემ სარგებლობა მოუტანოს საზოგადოებას...
ეს შესანიშნავი ფილმი გახლავთ ბევრისთვის ნაცნობი მოთხრობის
ეკრანიზაცია... ყველა ადამიანმა უნდა ნახოს ეს ფილმი და შეაფასოს ამ
ფილმის მთავარი გმირების ზნეობა და თავის ზნეობასაც გადახედოს... მართლა
მაგარი ფილმია და გადაწერეთ და ისიამოვნეთ ...
გამოშვებულია:საქართველო, (სსრკ სახტელერადიო "ქართული ტელეფილმი") ხანგრძლივობა: 01:14:03 გახმოვანება : ქართული (ორიგინალი) ხარისხი: TS
ფილმის შინაარსი: ქალაქში
სასწავლებლად გაგზავნილ ბატონიშვილ დათიკოს თანშეზრდილ ყმას, გაბრიელს თან
გააყოლებენ. ბატონი გარდაიცვლება და ახალგაზრდები სოფელს დაუბრუნდებიან.
გაბროს მოხუცი პეპიას გოგო, თამრო შეუყვარდება და ქალის ხელს სთხოვს.
დათიკო პირველი ღამის უფლების გამოყენებას მოისურვებს, გაბროს არც
თხოვნას, არც მუქარას შეისმენს, მას და პეპიას შეაპყრობინებს, თამროს
მოატაცებინებს და საწადელს აისრულებს. სინდისი მალე შეაწუხებს -
კატორღისკენ გარეკილ ტუსაღების ბადრაგს თავს დაესხმება და პეპიას და
გაბროს გაათავისუფლებს. გაბრო დათიკოზე შურს იძიებს, მოკლავს, თვითონ კი
მაწანწალად ქცეული, გზის პირას ჩაკვდება, როგორც უსახელო გლახა. ინფორმაცია ფილმზე:. დასახელება: გლახის ნაამბობი გამოშვების წელი: 1961 ჟანრი: დრამა რეჟისორი: ლეო ესაკია როლებში:
გოჩა აბაშიძეგოჩა აბაშიძე (გაბრო), ოთარ ხატიაშვილი (დათიკო), ალექსანდრე
ომიაძეალექსანდრე ომიაძე (პეპია), მედეა ჩახავამედეა ჩახავა (თამრო),
გრიგოლ კოსტავაგრიგოლ კოსტავა (გიტო), აკაკი კვანტალიანიაკაკი კვანტალიანი
(შაქრო), ალექსანდრე გომელაური (ილია ჭავჭავაძე), ენრიკო ღაღანიძე
(იაკობი), იოსებ (სოსო) ლაღიძეიოსებ (სოსო) ლაღიძე (სანდრო), ზ.
გაჩეჩილაძე (გაბრო ბავშვობაში), დათო დანელია (დათიკო ბავშვობაში)
დამატებითი ინფო: ქვეყანა: საქართველო ხანგრძლივობა: 01 : 09 : 25 ენა: ქართული (ორიგინალი)
ილია ჭავჭავაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით... პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 03.07.1962 წელს...
დასახელება: ბანდიტი აგურის ქარხნიდან წელი: 1983 როლებში: გია გამყრელიძე-ძნელაძე, ზაზა კოლელიშვილი რეიტინგი: IMDB: -- გახმოვანება: ქართული მიმოხილვა:
ფილმი
კაცობრიობის ყველა თაობის მარადიულ ვნებათა-პატიოსნების, კაცობის,
ღირსების თემებს წარმოაჩენს. აქ არის დევნაც, ჩხუბიც, ქურდობაც, მაგრამ ეს
ყველაფერი იმისათვის, რომ კაცმა კაცი გამოსცადოს, შეიცნოს იგი და საკუთარი
თავიც. ფილმის გმირს განსაცდელი ვერ მოსდრეკს, უსიამოვნება ფარ-ხმალს ვერ
დააყრევინებს, მას შესწევს ძალა დაიცვას საკუთარი ღირსებაც და საქვეყნო
საქმეც