ფილმის შინაარსი: ქალაქში
სასწავლებლად გაგზავნილ ბატონიშვილ დათიკოს თანშეზრდილ ყმას, გაბრიელს თან
გააყოლებენ. ბატონი გარდაიცვლება და ახალგაზრდები სოფელს დაუბრუნდებიან.
გაბროს მოხუცი პეპიას გოგო, თამრო შეუყვარდება და ქალის ხელს სთხოვს.
დათიკო პირველი ღამის უფლების გამოყენებას მოისურვებს, გაბროს არც
თხოვნას, არც მუქარას შეისმენს, მას და პეპიას შეაპყრობინებს, თამროს
მოატაცებინებს და საწადელს აისრულებს. სინდისი მალე შეაწუხებს -
კატორღისკენ გარეკილ ტუსაღების ბადრაგს თავს დაესხმება და პეპიას და
გაბროს გაათავისუფლებს. გაბრო დათიკოზე შურს იძიებს, მოკლავს, თვითონ კი
მაწანწალად ქცეული, გზის პირას ჩაკვდება, როგორც უსახელო გლახა. ინფორმაცია ფილმზე:. დასახელება: გლახის ნაამბობი გამოშვების წელი: 1961 ჟანრი: დრამა რეჟისორი: ლეო ესაკია როლებში:
გოჩა აბაშიძეგოჩა აბაშიძე (გაბრო), ოთარ ხატიაშვილი (დათიკო), ალექსანდრე
ომიაძეალექსანდრე ომიაძე (პეპია), მედეა ჩახავამედეა ჩახავა (თამრო),
გრიგოლ კოსტავაგრიგოლ კოსტავა (გიტო), აკაკი კვანტალიანიაკაკი კვანტალიანი
(შაქრო), ალექსანდრე გომელაური (ილია ჭავჭავაძე), ენრიკო ღაღანიძე
(იაკობი), იოსებ (სოსო) ლაღიძეიოსებ (სოსო) ლაღიძე (სანდრო), ზ.
გაჩეჩილაძე (გაბრო ბავშვობაში), დათო დანელია (დათიკო ბავშვობაში)
დამატებითი ინფო: ქვეყანა: საქართველო ხანგრძლივობა: 01 : 09 : 25 ენა: ქართული (ორიგინალი) ილია ჭავჭავაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით... პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 03.07.1962 წელს...
|