საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. მთელ იტალიაში
ყოველდღე იმართება აქციები, პიკეტები, დემონსტრაციები და პოლიციასთან
შეტაკებები. ხალხს ევროკავშირიდან გამოსვლა სურს, ისინი ევროკავშირის
დროშებს ხევენ და წვავენ. ესპანეთის დედაქალაქში კი პროტესტის აკრძალვის
შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ დემონსტრაცია პოლიციასთან გააფთრებულ
შეტაკებაში გადაიზარდა. მადრიდში 23 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 14
წესრიგის დამცველი. ახალი კანონი არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში
მონაწილეობისთვის მსხვილ ფულად ჯარიმებს ითვალისწინებს.
მასობრივი საპროტესტო აქცია ბულგარეთში
პოლიციასთან შეტაკებით დამთავრდა. სოფიის მცხოვრებნი მინისტრთა კაბინეტის
და პრემიერ პლამენ ორეშარსკის გადადგომას მოითხოვენ. აქცია ბულგარეთის
დედაქალაქის ცენტრში მინისტრთა საბჭოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის
შენობების წინ დაიწყო. დემონსტრაციის მონაწილეებმა სახალხო კრების შენობას
ჩირაღდნები ესროლეს. პოლიციელებმა პარლამენტის დასაცავად ძალა გამოიყენეს.
ამჟამად საპროტესტო აქცია გრძელდება. ქვეყნის სახალხო კრების გარშემო
ტერიტორია პოლიციის მიერ გარშემორტყმულია. სამართალდამცველები
დემონსტრანტებს წესრიგის დაცვის და დაშლისაკენ მოუწოდებენ.
|