„მათ იმდენი განათლება არ აქვთ, რომ პატრიარქის ნააზრევს
შეეწინააღმდეგონ",– ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი გაბედავამ
საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, აქციაზე
შეკრებილებს პატრიარქის ეპისტოლის იმ ნაწილის გაპროტესტების უფლება არ
აქვთ, სადაც ხელოვნურ განაყოფიერებაზე და სუროგაციაზეა საუბარი. „მათ
იმდენი განათლება არ აქვთ, რომ პატრიარქის ნააზრევს შეეწინააღმდეგონ. მათ
ელემენტარულად ამისა სალაპარაკო უფლებაც კი არ აქვთ. აქ იკრიბებიან ის
ადამიანები, რომლებსაც არ აინტერესებთ ადამიანის უფლებები, სულ დაავიწყდათ
ის ფაქტები, როდესაც ადამიანებს ციხეებში აწამებდნენ, ესენი
უფლებადამცველები კი არა ნაძირლები არიან",– აღნიშნა გაბედავამ. ამ
დროისთვის, როგორც „ექსპრესნიუსის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება,
საპატრიარქოსთან სიტუაცია ისევ დაძაბულია, თუმცა პოლიცია მის განმუხტვას
ცდილობს. ცნობისთვის, საპატრიარქოსთან ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქცია
მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი, კათოლიკოს–პატრიარქის ილია
მეორის ეპისტოლის იმ ნაწილს აპროტესტებენ, სადაც ხელოვნურ განაყოფიერებაზე
და სუროგაციაზეა საუბარი. მათ კი "სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის
წარმომადგენლები”, დაუპირისპირდნენ, რომლებიც ხელოვნურ განაყოფიერებასთან
დაკაშირებით საპატრიარქოს პოზიციას იცავენ. საპატრიარქოს პოზიციის
მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც
ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად კი
სამი პირია დაკავებული.
|