იერუსალიმის პატრიარქის ირინეოსის მხარდასაჭერად ისრაელის საელჩოსთან აქცია
გაიმართება. აქციის ორგანიზატორი ყოფილი პოლიტპატიმარი და უფლებადამცველი
გიორგი გაბედავაა. როგორც გაბედავამ „კვირას" განუცხადა, აქცია მშვიდობიანი
იქნება და მონაწილეები სოლიდარობას გამოუცხადებენ იერუსალიმის პატრიარქს,
რომელიც, მისი თქმით, 2005 წლიდან უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ისრაელის
საელჩოსთან აქცია 6 საათზე დაიწყება. "სოლიდარობას ვუცხადებთ იერუსალიმის
პატრიარქს, რომელიც კელიაში უკანონოდ ჰყავთ გამოკეტილი. აქცია მშვიდობიანი
იქნება, ჩვენ მხოლოდ სოლიდარობას გამოვხატავთ პატრიარქის მიმართ. აქციაზე
მეგობრებთან ერთად მივდივარ, ხოლო ვინც აქციას შემოურთდება, ეს მათი
ნებაა”, – განაცხადა გიორგი გაბედავამ.
|