ქორწინება დადგენილია ღმრთის მიერ და ქორწინებითი პატიოსანი თანამემკვიდრეობა პატივსაცემია მოციქულთა კრების 51-ე კანონი, ღანგრის კრების 21-ე კანონები
უკანონო ქორწინების გვირგვინი არ იკურთხება. თეოფილე ალექსანდრიელის ეპისტოლე აგათონის მიმართ.
არ
შეიძლება ერეტიკოსთან მზახლობა, ვაჟის ან ქალის მიცემა მათთვის. უფრო
დასაშვებია მოყვანა მათგან, თუ ისინი აღთქმას დადებენ, რომ
გაქრისტიანდებიან ლაოდიკიის კრების 31-ე კანონი
სულიერი
ნათესაობა მეტია, ვიდრე ხორციელი. ზოგიერთნი, ნათლავენ რა ჩვილ ყრმებს,
მათი მშობელი დედების დაქვრივების შემდეგ, ქორწინდებიან მათზე. ვადგენთ:
ვინც ჩაიდენს ამგვარ რამეს, დაირღვეს ასეთი უწესო ქორწინება და მეძავთა
კანონით დაისაჯოს. VI მსოფლიო კრების 53-ე კანონი
საღმრთო
წერილი ცხადად გვასწავლის, რომ არ შეხვიდე სასირცხო კავშირში ხორციელ
ნათესავთან (ლევიტელთა 18,6). უფრო ცხადად განვიხილოთ ისინი და დავადგინოთ,
რომ თუ ვინმე ამიერიდან იქორწინებს მამის ძმისწულზე, ან მამა და ვაჟიშვილი
იქორწინებენ დედასთან და ასულთან, ან ორი და იქორწინებს ვაჟიშვილთან და
მამასთან, ან ორი ძმა შეირთავს დედას და ასულს, ან ორი ძმა ორ დას,
განკანონებულ იყვნენ 7 წლით უზიარებლობით (ეპიტიმიით) რა თქმა უნდა უწესო
ქორწინების დაუყოვნებელი დარღვევის შემდეგ VI მსოფლიო კრების 54-ე კანონი
ვინც ძმის ცოლს შეირთავს, ის არ იქნება შეწყნარებული სინანულად, სანამ არ გაშორდება მას. ბასილი დიდის 23-ე კანონი.
მართლმადიდებელმა
მამაკაცმა და დედაკაცმა არ უნდა იქორწინონ მწვალებლებთან. თუ ასეთი რამ
მოხდება, მაშინ ასეთი ქორწინება უკანონოდ და დაუმტკიცებლად უნდა ჩაითვალოს
და დაირღვეს უწესო თანამკვიდრობა, რადგან შეუერთებელის შეერთება არ
შეიძლება. არც ცხვრისა და მგლის ერთად ყოფნა და არც ქრისტეს ნაწილის
ცოდვილთან შეერთება. ხოლო თუ ვინმემ დაარღვიოს ჩვენი დადგენილება,
უზიარებელი იყოს. VI მსოფლიო კრების 72-ე კანონი
ქალები,
რომლებიც მათი მამების თანხმობის გარეშე მიეცემიან ვინმეს, შერაცხილი
არიან სიძვის მოქმედად, ხოლო მშობლებთან შერიგების შემდეგ, ამ საქმის
გამოსწორება შესაძლებლად არის მიჩნეული, მაგრამ მათ ედებათ სამი წლით
უზიარებლობის სასჯელი. ბასილი დიდის 38-ე კანონი
ქორწინება,
რომელიც შედგება დაქორწინებულთა პატრონის ნებართვის გარეშე, სიძვად
ითვლება. თუ არც მამა იყოს ცოცხალი, არც პატრონი, დაქორწინებულებს არა აქვთ
ბრალი. როცა პატრონი თანახმაა, მაშინ არის მტკიცე და კანონიერი ქორწინება ბასილი დიდის 42-ე კანონი
ვინც სხვისაგან დანიშნულ დედაკაცზე მისი დამნიშვნელის სიცოცხლეშივე იქორწინოს, მრუშობისათვის დადგენილი სასჯელით დაისაჯოს. VI მსოფლიო კრების 98-ე კანონი